საოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი - ზელენსკი

26 თებერვალი 2022, 00:19 1360 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს ეხმაურება. 

"გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირონ მხარი. მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როდესაც მოქალაქეები მთავრობა არ არიან, მაგრამ მთავრობაზე უკეთესები არიან“, - წერს ზელენსკი.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს მოქალაქეებმა  უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. სოლიდარობის აქციები გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი