სოლიდარობა უკრაინას ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

25 თებერვალი 2022, 18:45 1183 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგში ცვლილების შეტანას ითხოვდა. ოპოზიციის წევრებმა დეპუტატებს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოს დეპუტატების მხრიდან უკრაინისადმი ღია მხარდაჭერას ითვალსიწინებს. მოთხოვნის გათვალისიწინება არ მოხდა და სხდომათა დარბაზში სამართალდამცავების მობილიზება  გახდა საჭირო.  ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე  სულ ექვსი  საკითხი განიხილეს , მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა პატრინობაში ცვლილებები შეიტანეს, ასევე დღეს „ხელვაჩაურის  წყალკანალს “ სახელწოდება შეეცვალა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები  სახელწოდების შეცვლის  ნაცვლად მუნიციპალუტეტში წყლის პრობლემის მოგვარებას  ითხოვდნენ , ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა საკრებულოს თავმჯდომარემ და განმარტა რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით თანხები გაწერილია. სხდომაზე დღესვე იმსჯელეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების  შემოღების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი