"ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების დემოკრატიულად აღიარების შესაძლებლობას" - სერგეი ლავროვი

25 თებერვალი 2022, 14:42 1700 ნახვა

სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში აშკარა გენოციდის ფაქტს დასავლეთი ერთხმად უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აგრესიას უპასუხოდ ვერ დატოვებდა.

"მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი დასავლელი კოლეგები თანმიმდევრულად იცავდნენ უკრაინის რეჟიმს, თვალს ხუჭავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებაზე, თვალს ხუჭავდნენ ქალების, ბავშვების, მოხუცების მკვლელობებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და ჩუმად ხელს უწყობდნენ სწრაფ ნეონაციზმისა და რუსოფობიის განვითარებას, რამაც საბოლოოდ ქვეყანა ტრაგედიაში ჩააგდო.

დასავლეთი მთლიანად დადგა კიევის რეჟიმის მხარეს მინსკის შეთანხმებების, საბოტაჟის მცდელობებში. ბოლო კვირებში ნატომ და ევროკავშირმა კიევს ხელი დააფარა, როდესაც მათ საბოლოოდ განიზრახეს ძალისმიერი გზით ხელში ჩაეგდოთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

"ზელენსკი იტყუება, როდესაც აცხადებს მზადყოფნას განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. თავად ზელენსკიმ ხელიდან გაუშვა უსაფრთხოებაზე მოლაპარაკების შესაძლებლობა. ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების დემოკრატიულად აღიარების შესაძლებლობას,"- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მან ასევე დაამატა, რომ "არავინ აპირებს უკრაინის ოკუპაციას."

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი