VTB ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები - ეროვნული ბანკის განმარტება 

25 თებერვალი 2022, 14:07 1049 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს "ვითიბი ბანკთან" და დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მეორე განცხადება გაავრცელა, ძველი კი ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან წაშალა. 

განმარტებაში აღნიშნულია, რომ ისინი აკვირდებიან მოვლენებს და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვან ბანკის მეანაბრეების ინტერესები.

''ეროვნული ბანკი მოქმედებს ,,VTB Bank'' - ,,ვითიბი ბანკი''-ზე, როგორც ,,ვითიბი ბანკის'' ჯგუფში შემავალ საფინანსო ინსტიტუტზე აშშ - ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოებს მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით. შესაბამისად, ბანკს შეეზღუდა დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა უცხოურ ვალუტებში გადარიცხვები.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა, სანქციების პირობების შესრულების გათვალისწინებით, დავიცვათ ბანკის მეანაბრეების, საქართველოს მოქალაქეების, ინტერესები და იზრუნოს ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე.

სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ინტენსიურ, უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები'' - წერია განმარტებაში. 

დილით გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ,,VTB Bank'' - ,,ვითიბი ბანკი ''- თან ერთად ადრევე ჰქონდა შემუშავებული სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა და დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი