მზადების 8 წელიწადი უკრაინაში ომამდე

24 თებერვალი 2022, 20:40 768 ნახვა

21 თებერვალს რუსეთმა  დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. მანამდე რამდენიმე დღით ადრე,  რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარებისკენ მოუწოდებს. "დამოუკიდებლობის" აღიარების თხოვნით პუტინს ე.წ. თვითგამოცხადებული  ე.წ. რესპუბლიკების "ლიდერებმა" მიმართეს. პუტინი აცხადებდა, რომ  2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს, თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ არ გადადგამენ მეორესაც. ამ გადაწყვეტილებების პარალელურად დასაველთმა რუსეთს სანქიცები დაუწესა, შეჩერდა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის სერტიფიცირება, რომელი პროექტითაც რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში