პასუხი პუტინს - რესპუბლიკის მოედანზე აქცია დაანონსდა 

24 თებერვალი 2022, 12:03 1580 ნახვა

უკრაინის მხარდასაჭრი აქცია დღეს, 24 თებერვალს, 19:00 თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. აქცია სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და პარტიის ორგანიზებით დაიგეგმა. მათ შორის “დროა”, “სირცხვილია”, ,,ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა'', “შეცვალე” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”.

''შაბათამდე ვერ გავჩერდებით. დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს არ იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი.

დღეს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე'' - დაწერა სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიამ. 

აქცია დაიგეგმა ბათუმშიც დევიზით - ''უკრაინისთვის''. მოქალაქეები ევროპის მოედანზე 5 საათზე შეიკრიბებიან. 

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი