აჭარის პირველობა ხელბურთში

21 დეკემბერი 2016, 00:00 3518 ნახვა

აჭარის პირველობა ხელბურთში, გოგონათა და ჭაბუკთა შორის დღეს დასრულდა. ფინალურ მატჩში ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის 13 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. ჩემპიონატი სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით მეორე წელია იმართება. გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და საჩუქრები გადასცეს. წელს პირველად საუკეთესო მოთამაშეებს სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი