რიგგარეშე სხდომის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. კანონმდებლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის დეტალურ გაწერაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრეს. წარმოდგენილ პროექტს ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა.