101 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი. საქართველომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად წითელარმიელებს დაახლოებით 40-ათასიანი ჯარი დაუპირისპირა. მათთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სახალხო გვარდია და რეგულარული ჯარის ნაწილები, გვარდიელები, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა - იუნკერებმა. კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა. დღეს საბჭოთა პოლიტიკა ჩანაცვლებული რუსული პოლიტიკა, ისევ დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს.