ავიაკომპანია Pegasus Airlines იზმირი-თბილისი-იზმირის მიმართულებით ფრენებს იწყებს

23 თებერვალი 2022, 15:22 1237 ნახვა

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი-თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიენიჭა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში