ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის საკრებულოს წევრებმა აქცია გამართეს. ამბობენ, რომ გზის ეს მონაკვეთი, რომელიც სოფელ ლეღვას კვეთს, 6-თვეზე მეტია ამორტიზებულ მდგომარეობაშია.
აცხადებენ, რომ საავტომობილო გზაზე, შპს "ბონდი ჯგუფი" ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების წევრის კომპანიაა, ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს. 6-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 2021 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო.
ჩვენ დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას და დამატებით ინფორმაციას მათგან ველოდებით.