აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი საქმიანობას დღეიდან შეუდგა

21 დეკემბერი 2016, 00:00 4495 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს პირველი სამუშაო დღე აქვს. ნათია კაპანაძის თქმით, მენეჯმენტი საზოგადოებას გაწეული  სამუშაოს შესახებ ანგარიშს 25 დეკემბერს წარუდგენს. 26 დეკემბრიდან კი მაუწყებლობა ახალ სეზონს დაიწყებს, განახლდება პროგრამული ბადე, დაგეგმილია სიახლეებიც. როგორც ნათია კაპანაძე ამბობს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრი ახალი პარტნიორი ჰყავს, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, სტუდია მონიტორი და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც მაუწყებელს განვითარების მომავალ ეტაპზე დაეხმარებიან. მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სოსო სტურუა, ნათია კაპანაძეს  წარმატებებს უსურვებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი