პროექტის ,,აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას’’ ზამთრის ფაზა გრძელდება. ბაკურიანში დაჭრილი ჯარისკაცებისა და ომის ვეტერანების მთის ეტლით მოთხილამურებს შორის ტურნირის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა ჩემპიონატს ჩაეყარა საფუძველი. ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა რუსთაველი ნატა ზირაქაშვილისათვის, რომელმაც გორელ გოგონებთან ხატია ტატურაშვილთან და თეო მარეხაშვილთან ერთად ჯერ გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა პირველი ადგილი, შემდეგ კი ინდივიდუალურშიც.