გასტროლი ქუთაისში

11 მაისი 2016, 00:00 5268 ნახვა

პრემიერა  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლამ  ადანის ბალეტიდან "ჟიზელის" ვილისების სცენა წარმოადგინეს, რომელიც  კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევარიცაა. პროექტი "ბალატის საღამოები ქუთაისსა და ახალციხეში"  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის” ფარგლებში განხორცილდა და მასში მონაწილეობა კლასიკური ბალეტის 36 მოსწავლემ და 9 პედაგოგმა მიიღო. შემდეგი საღამო 21 მაისს მესხეთის დრამატულ თეატრში, 19 საათზე გაიმართება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში