ახალაია და დგებუაძე სასამართლომ ნავთლუღის საქმეზე დამნაშავედ სცნო

21 დეკემბერი 2016, 00:00 3536 ნახვა

კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“ სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას, სასამართლომ ის გაამართლა. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად, გია დგებუაძეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. გია დგებუაძეს პატიმრობის ვადაში ჩაეთვლება საექსტრადაციო პატიმრობის და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადები. რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას, სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა, განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ სცნო და  12 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც ასევე 2 წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი