რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. რამდენიმე დღის წინ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარებისკენ მოუწოდებს. "დამოუკიდებლობის" აღიარების თხოვნით პუტინს ე.წ. თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების "ლიდერებმა" მიმართეს. ცოტა ხნის წინ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გამართა.