საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს.
ქართველმა წყალბურთელებმა მეორე შეხვედრაც დამაჯერებელი ანგარიშით მოიგეს. სტანოევიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა მეორე ტურში პოლონეთის ნაკრები 20 ბურთიანი სხვაობით 22-1 დაამარცხეს.
ქართველებმა პირველ ტურში ბელორუსს ასევე დიდი სხვაობით 25-5 მოუგეს.
ორი ტურის თავზე საქართველოს 6 ქულა აქვს და სლოვაკეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია,
მესამე ტურში საქართველო სწორედ სლოვაკეთს დაუპირისპირდება.
მატჩი 12:00 საათზე დაიწყება.