საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 ადამიანი.
რაც შეეხება აჭარას, რეგიონში დაფიქსირდა ინფიცირების 843 შემთხვევა. ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს და მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული.