სააკაშვილის წერილი ზურაბიშვილს: მოხსენით გრიფი საიდუმლო სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებს

18 თებერვალი 2022, 14:53 1386 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს გრიფით საიდუმლო მოხსნას სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებს.

„თუ თქვენ  ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში. თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს 11-წლიან ციხეს“ - წერს ბრალდებული ექსპრეზიდენტი.  

„ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?!'' - აღნიშნულია წერილში, რომელიც ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი