ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტი ავიარეისების შესასრულებლად სრულ მზადყოფნაშია-ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა. ქეთი ალექსიძის ინფორმაციით, ფრენები ყველა მიმართულებით აღდგა. ამ დროისთვის რიგი მიზეზების გამო გაუქმებულია რეისი მხოლოდ სოფიას მიმართულებით. ალექსიძე ამბობს, რომ მსგავსი უხვი ნალექი ქუთაისში არასდროს ყოფილა, თუმცა აეროპორტი თოვლს მომზადებული შეხვდა და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ასაფრენი ბილიკის წმენდა.