ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. თეთრი სახლის ლიდერი მიესალმება რუსეთის განცხადებას, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით ამის მტკიცებულება აშშ-ს არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაც ისევ რჩება.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას გაცილებით მასშტაბური შედეგი ექნება, აქვე ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია და დეესკალაცია რჩება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად. ჯო ბაიდენმა რუსეთს და რუს ხალხსაც მიმართა.