პირველი მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულეს.
Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.