პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია

15 თებერვალი 2022, 18:33 864 ნახვა

პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კარლო კაციტაძე, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, რომელიც 1  მარტიდან გაუქმდება.

ლელა ჯანაშვილი და კარლო კაციტაძე ახალი სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი