რუსეთის სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტისთვის მიმართვის გაგზავნას. სახელმწიფო დუმის სპიკერის განცხადებით, რეზოლუცია ვლადიმერ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ პროექტი „კომუნისტურმა პარტიამ“ 19 იანვარს დააინიცირა. სახელმწიფო სათათბიროს დღევანდელ გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულმა სახალხო რესპუბლიკებმა მათი და რუსეთის მოქალაქეებისთვის დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება უწოდეს.