სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი

15 თებერვალი 2022, 15:07 1134 ნახვა

3 საათზე მეტია  პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის გარდა პარლამენტის ყველა წევრი ესწრება. ამ დროისთვის ისევ პოლიტიკური განცხადებები კეთდება.  დეპუტატებმა დღეს სამ საკითხს უნდა უყარონ კენჭი. მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ კანონმდებლებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერებას მხარს დაუჭერს. ოპოზიციური სპექტრი კი წინააღმდეგია, ისინი პროცესს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

ნაციონალური მოძრაობა ინიციატივით გამოდის, ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატები პროპორციული სიით შეივსოს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ კანონი ყოველ დღე ვერ შეიცვლება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი