პერსონალურ მონაცემთა დაცვის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების არჩევა

15 თებერვალი 2022, 11:38 673 ნახვა

“ქართული ოცნების” პოზიცია ასევე ცნობილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შექმნილ ორი უწყების ხელმძღვანელების არჩევასთან დაკავშირებითაც.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს კოკა კაციტაძეს, ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის - ლელა ჯანაშვილს.

ოპოზიციის ნაწილი პროცესს უნდობლობას უცხადებს და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ისინი მმართველი გუნდის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ დასახელებული კანდიდატები პროკურატურის მოქმედი თანამშრომლები არიან და მათ მიმართ ბევრი კითხვა არსებობს.

ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება სამსახურის გაუქმების გამო 1 მარტიდან უწყდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში