პლენარულ სხდომაზე დღეს ცესკოს თავმჯდომარეს და ორ პროფესიულ წევრს აირჩევენ. უმრავლესობა მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს დაუჭერს მხარს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამტკიცებული პროფესიონალიზმი და ობიექტურობაა – ეს გახლავთ უმრავლესობის არგუმენტი.
ხელისუფლების ოპონენტებს კი იმედი არ აქვთ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას შეძლებენ.
ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და ცესკოს პროფესიულ წევრებს მაია ზარიძეს და გია ცაცაშვილს, რომლებიც პარლამენტმა გასული წლის 2 აგვისტოს აირჩია, უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა ამოეწურათ.