ბასილაშვილს სანქციები არ ემუქრება - ადვოკატი

14 თებერვალი 2022, 21:14 1117 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ადვოკატი ამ ყველაფერს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ბასილაშვილს არავითარი სანქცია არ ემუქრება. რამდენიმე დღის რუსულმა ვებგვერდმა vseprosport.ru-მ დაწერა რომ ATP-ის ანტიკორუფციულმა ბიურომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

"გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს, პირველ რიგში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამასთან, სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ერთ-ერთი რუსული მედია-პლატფორმიდან. სტატია მთლიანად არის დაყრდნობილი ვარაუდებზე. ის მომზადდა ცალმხრივად და ინფორმაცია არ გადამოწმებულა ნიკოლოზ ბასილაშვილთან და არც ანტიკორუფციულ ოფისში (ITIA). რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, გვსურს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი სანქციები და დისკვალიფიკაცია არ ემუქრება. ის ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში ტურნირზე, რომლის გამარჯვებულიც გასულ წელს გახდა",-აცხადებს ირმა ჭკადუა.

რუსული ვებგვერდი წერდა რომ ბასილაშილმა გარიგებულ შეხვედრაში მონაწილეობა 2016 წელს მიიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში