რას სთავაზობს დასაქმების ახალი პროგრამა სოციალურად დაუცველებს?

14 თებერვალი 2022, 19:59 1270 ნახვა

პირველი მარტიდან ქვეყანაში 200 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე უნდა დასაქმდეს - ასეთია მთავრობის ინიციატივა და თუ სამიზნე ჯგუფები შეთავაზებას დათანხმდებიან, მათ ასევე შეუნარჩუნდებათ სოცდაუცველების დახმარებაც. პროგრამა ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეუძლია. ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად გასული წლის 22 ნოემბერს ისაუბრა მთავრობის სხდომაზე. მაშინ თქვა, რომ დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული  მუშაობა დაიწყოს,  ეშინია, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში