გაუუქმდება თუ არა მანდატები 3 დეპუტატს

14 თებერვალი 2022, 11:51 1034 ნახვა

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის პროცესი პოლიტიკური დევნის მორიგი ტალღაა და პროცესს კონსტიტუციასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა; ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, მათ მიერ სხდომებზე არ დასწრება, რომელიც რეგლამენტის მიხედვით დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

რაც შეხება ქართული ოცნების დეპუტატების პოზიციას, მხარს  დაუჭერენ თუ არა მანდატების შეწყვეტის საკითხს - ამაზე დღეს უნდა იმსჯელონ, გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ გაახმოვანებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი