თემურ ხასიამ თანამდებობა დატოვა

14 თებერვალი 2022, 11:49 3208 ნახვა

„ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“ - ამ ფეისბუქ სტატუსის გამო, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

თემურ ხასია ჩვენთან ამბობს, რომ ამ სტატუსის გამო მოქალაქეების ასეთ, მწვავე რეაგირებას არ ელოდა. ამიტომ თავად მიიღო გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ.

თემურ ხასია ბათუმის სპორტული ცენტრის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში