ხულოში 1971 წელს სოფელ ღურტაში ტრაგედიის შედეგად დაღუპული თანამოქალაქეები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
51 წლის წინ 11 თებერვალს სოფელში დიდთოვლობით გამოწვეული ზვავის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მოზარდებიც. მათი მემორიალი კიდევ ერთხელ ყვავილებით შეამკეს ადგილობრივებმა, დაღუპულების ახლობლებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა.