ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი გადადგომას აპირებს

11 თებერვალი 2022, 19:35 2399 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. განცხადება მას უკვე დაწერილი აქვს და საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრისგან ელოდება დადასტურებას.

მიზეზად კერძო სექტორში გადასვლის სურვილი დაასახელა, ამბობს რომ აპირებს აკადემიაში დარჩენას ლექტორის პოზიციაზე.

,,მიზეზია ის, რომ უკვე ათი წელია ვარ საზღვაო აკადემიის რექტორი და დავიღალე, ლექტორად ვრჩები. საზღვაო მიმართულებით კერძო სექტორშიც არის შემოთავაზებები და ალბათ თვის ბოლოს მივიღებ გადაწყვეტილებას. საზღვაო აკადემიის რექტორის პოზიცია არ არის საკონკურსო და მას ნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო", - აცხადებს ირაკლი შარაბიძე.

ბათუმის საზღვაო აკადემია სამართლებრივად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება, შესაბამისად, აკადემიის რექტორსაც ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი