თურქეთის პრეზიდენტი რომელსაც გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა, სტამბოლის რეზიდენცია პირველად დატოვა და მეჩეთში პარასკევის ერთობლივ ლოცვაზე გაემგზავრა.
კოვიდტესტი თურქეთის ლიდერმა უკრაინაში სამუშაო ვიზიტიდან დაბრუებისთანაევე გაიკეთა. კიევში მოლაპარაკებების დღეს გაირკვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ერდოღანის პირადმა ექიმმა სერკან ტოპალოღლუმ განაცხადა, რომ ერდოღანის პისიარ ტესტის შედეგები ბოლო ორი დღის განმავლობაში უარყოფითი იყო.