ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - დაშავდა ერთი ადამიანი 

11 თებერვალი 2022, 15:07 6304 ნახვა

ბათუმში,  ლერმონტოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის დროს ერთი მოქალაქე დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში