აშშ-ი რუსეთს მძმე შედეგებით ემუქრება

11 თებერვალი 2022, 14:00 573 ნახვა

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი.

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები დადგება, თუ ვლადიმერ პუტინი მოქმედებაზე გადავა. „ეს არა მხოლოდ გამოიწვევს შედეგებს, არამედ ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ასე რომ, ეს მისთვის ძალიან სერიოზული არჩევანია და  ყველაფრის მიუხედავად, რაც ახლა ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ვენდი შერმანმა ბელარუსში რუსეთის სამხედრო წვრთნებს  ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯი უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში