შავი ბრილიანტი კრიპტოვალუტით შეიძინეს

10 თებერვალი 2022, 14:25 1290 ნახვა

სოტბის აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი 3 მილიონ 161 ათას  გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.  ენიგმად წოდებული ძვირფასი ქვა  555 კარატიანია.

თავდაპირველად აუქციონის სახლი  მილიარდი წლით დათარიღებული  ძვირფასი ქვის  გასხვისებას  4 მილიონ ნახევარ გირვანქა სტერლინგად ვარაუდობდა.

აუქციონის სახლის განცხადებით, მყიდველმა მისი შეძენა კრიპტოვალუტით გადაწყვიტა.

თავად აუქციონის ორგანიზატორები ბრილიანტის მფლობელის ვინაობას არ ასაჯაროებენ, თუმცა, კრიპტოვალუტის ერთ-ერთმა მწარმოებელმა რიჩარდ ჰართმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამიერიდან ბრილიანტი მისი საკუთრებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი