მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები, გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები - თურნავა

09 თებერვალი 2022, 14:22 931 ნახვა

მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, როცა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს.

„მინდა მადლობით დავიწყო. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს. სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც ვიმუშავე 3 წელი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც გუნდმა გამომიცხადა. 3 წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ მაღალ, საპატიო თანამდებობაზე, ვიყავი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი. ეს იყო რთული წლები, მაგრამ რაც მთავარია შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება.

ახალა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი.

ეს სამი წელი არ იყო მარტივი. ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო და რთული იყო. რაც შეეხება გეგმებს, მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერ ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის, როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას საზოგადოებას გავანდობ. დიდი მადლობა, მედიას, იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით’“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში