ამერიკული მედია წერს, რომ მოსკოვს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული. დასავლეთი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თებერვლის შუა რიცხვებში შეიჭრება.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი.