მანდატების შეწყვეტა - მხარეების არგუმენტები

07 თებერვალი 2022, 20:20 1062 ნახვა

შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თემაზე მსჯელობა პარლამენტში მომდევნო კვირაში გაგრძელდება, საკითხს პლენარულ სხდომაზე  უყრიან კენჭს.

შალვა ნათელაშვილი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში საერთოდ არ მისულა, აზრი ცოტა ხნის წინ შეიცვალა.  სწორედ ამის გათვალისწინება ითხოვა დღეს ოპოზიციამ მმართველი გუნდისგან, თუმცა იმის გამო, რომ შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია არც ერთ სხდომას დასწრებიან , კანონმდებლობით დეპუტატის უფლებამოსილება უწყდებათ.

"ლელოს" ლიდერის  ბადრი ჯაფარიძის საკითხის განხილვა კი საკანონმდებლო ორგანომ მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თავად ბადრი ჯაფარიძე პროცესს პოლიტიკურ დევნასთან აკავშირებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი