დაზიანებული სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე ხელოვნური პლაჟის მოწყობა იგეგმება  

07 თებერვალი 2022, 18:10 2121 ნახვა

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იქ, სადაც შტორმმა პრომინადი დააზიანა ხელოვნური პლაჟის მოწყობა იგეგმება.

ცოტა ხნის წინ, ტერიტორია ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერეს და პროექტის შესახებ განცხადებაც გააკეთეს.

700 მეტრიან მონაკვეთზე დროებით დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები, რისთვისაც მდინარე ჭოროხიდან 200 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალის ამოღებას გეგმავენ.

თემურ მეტრეველის განმარტებით, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის დაახლოებით კიდევ 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი