აშშ-ის ელჩის და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა

07 თებერვალი 2022, 18:20 1273 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩი იმედოვნებს,   რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების თანამდებობებზე ხელმძღვანელებად შეირჩევიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ეს პროცესი  ნაჩქარევად წარმართული არ იქნება.

ამასთან დიპლომატს იმედი აქვს,  რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელს არ განიხილავს, მანამდე ახალი კანდიდატების დამტკიცება -დანიშვნა არ  მოხდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ  კელი დეგნანმა  ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა პაპუაშვილთან რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა, მათ შორის  სწორედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი