შეუწყდებათ თუ არა ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება სამ ოპოზიციონერ დეპუტატს? საუბარია შალვა ნათელაშვილზე, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეზე. საკითხზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში მიზეზად არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენა სახელდება, ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს უკავშირდება.