მიშას თემაზე გამოძიებას პარლამენტი განიხილავს

06 თებერვალი 2022, 12:05 986 ნახვა

პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. დადგენილების პროექტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული ქმედებების მიზნობრიობის, შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა.

აგრეთვე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება.დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია  3 თვე, ხოლო კომისიის წევრთა რაოდენობა - 9 წევრით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი