საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

02 თებერვალი 2022, 12:00 854 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის რადაში მხოლოდ იმ ქვეყნების დროშები გამოიფინა, რომლებმაც უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ასე უწყება ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, უკრაინის რადაში მხარდამჭერი ქვეყნების გაშლილ დროშებზე, სადაც საქართველოს დროშა არ იყო.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნის ცერემონიას საქართველოს საელჩოს დესპანი ლევან წურწუმია ესწრებოდა და მან უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

„სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში.

მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, დაგეგმილი როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ვიზიტები „ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი