ქობულეთში, სოფელ დაგვის კულტურის სახლი გაქურდეს

28 იანვარი 2022, 14:23 2490 ნახვა

ქობულეთში, სოფელ დაგვის კულტურის სახლი გაქურდეს.

როგორც კულტურის სახლის ანსამბლის ხელმძღვანელი ამბობს, აღნიშნულის შესახებ დღეს დილით შეიტყო და ადგილზე მისულმა ნახა, რომ კულტურის სახლის სარეპეტიციო დარბაზში სპილენძის მეტალისგან დამზადებული, სხვადასხვა ორნამენტით მორთული 5-ჭაღი აღარ იყო.

აღნიშნულის გარდა, დარბაზში დაზიანებულია კარი, აყრილია ხის იატაკის ნაწილი, გატანილია სკამების ნაწილი, ჩამსხვრეულია მინები, ასევე მოპარულია ბავშვთა ანსამბლის ფორმები.

როგორც ვახტანგ კაკალაძე ამბობს, აღნიშნულის შესახებ პოლიციას უკვე აცნობა, ასევე ინფორმირებულია ქობულეთის მერიაც, რომლის ბალანსზეც ირიცხება აღნიშნული კულტურის სახლი. შენობას დარაჯი არ ჰყავდა.

"წლების განმავლობაში ასეთი ფაქტი ჩვენს სოფელში არ დადასტურებულა. გუშინ შევნიშნეთ, რომ შენობა გაქურდული იყო. ჭაღებს მისი სიძველიდან გამომდინარე ღირებულება ჰქონდა. შენობას დარაჯი არ ჰყავს, ის მერიის ბალანსზე ირიცხება"-აცხადებს მერის წარმომადგენელი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

სოფელ დაგვას კულტურის სახლი, ქართულ-ბერძნული არქიტექტურის მიხედვითაა აგებული. იგი1964-წელს აშენდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერჯერობით არ აქვს მინიჭებული.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი