ბაკურიანში საქართველოს ისტორიაში მესამედ მთის ეტლით მოთხილამურეთა ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიების ვეტერანები.პირველი და მეორე ადგილი თბილისელმა სპორტსმენებმა დაიკავეს.გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი თბილისის ოთხეულმა მოიპოვა, მეორე გორის გუნდმა, მესამე–მეოთხე ადგილებს მარნეულისა და ქუთაისის გუნდები დასჯერდნენ.