ბეგლარ-ბეგის სასახლე სტატუსის მოლოდინში

26 იანვარი 2022, 19:52 1507 ნახვა

შერიფ ხიმშიაშვილის სახელი აჭარის თურქეთის იმპერიიდან საქართველოსთვის დაბრუნებას და რეგიონის კვლავ ბოლომდე გაქართულებას უკავშირდება, მაგრამ მისი დანატოვრის ნაწილი, როგორც ჩანს, შესაბამისი პატივისცემით არ სარგებლობს, სასახლე, რომელიც წესით კულტმემკვიდრეობის ნაწილი უნდა იყოს, ახლა ხულოს რესურსცენტრის განკარგულებაშია და ზოგადად სხვადასხვა მიზნით ადმინისტრაციულ შენობად კომუნისტური პერიოდიდანაა ქცეული....კულტმემკვიდრეობაში აცხადებენ, რომ შენობის შესწავლა დაწყებულია და დოკუმენტაციაც მზადაა, ახლა გადაწყვეტილება ეროვნული მემკვიდრეობის სააგენტოზეა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში