ხანძარი იყო დღეს გონიოშიც, დაიწვა სიმონ კანანელის 6 ნომერში საცხოვრებელი სახლის ნაწილი. გორგაძეების 4 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გამთენიისას გაუჩნდა, შედეგად სამსართულიანი შენობის მანსარდა და მეორე სართული განადგურდა. ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მოძველებული ელექტროსადენები გახდა. ცეცხლის ლიკვიდაცია სახანძრო სამსახურმა დაახლოებით 40 წუთში შეძლო. რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულ ოჯახს? კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან მერის წარმომადგენელი გონიო-კვარიათის ადმინისტრაციაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.