უკრაინის უმაღლესი რადის მიმართვა

25 იანვარი 2022, 18:20 1100 ნახვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღევანდელ სხდომაზე გაეროს, ევროპარლამენტს, უცხოური სახელმწიფოების  მთავრობებსა და პარლამენტებს თხოვნით მიმართა გამოიყენონ დიპლომატიური საშუალებები უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისთვის. შესაბამის განცხადებას მხარი დაუჭირა  282 დეპუტატმა. უკრაინელი პარლამენტარები საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვენ ასევე არ დაუშვან რუსეთის მხრიდან უკრაინის შანტაჟისა და ფართომასშტაბიანი შეჭრის მუქარების გაგრძელება ნატოს  არ გაფართოვების გარანტიების სანაცვლოდ.  ამას გარდა,  რადას დეპუტატები  დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებენ რუსეთზე სასანქციო ზეწოლა გააძლიერონ შეიარაღებული აგრესიის  შეწყვეტამდე და უკრაინის სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი